ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თხოვნა იყო უბრალოდ ლოყაზე მაკოცნინეო” – ადვოკატი გოგი წულაიას საქმის დეტალებზე საუბრობს

“თხოვნა იყო უბრალოდ ლოყაზე მაკოცნინეო”, – ამის შესახებ პოლიტიკოსის, გოგი წულაიას ადვოკატმა, ვალერიან გელბახიანმა “მეტრონომს” სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, თავიდანვე ბრალდების ფორმულირება იყო, რომ პოლიტიკოსი ნასვამი იყო, თუმცა ამისი მტკიცებულება გამოძიებას არ გააჩნია.

“მოგეხსენებთ, გოგი წულაიას ჩაუტარდა დაკავებისას ალკოტესტი, აქედან იქნა გამოტანილი დადგენილება. ტესტმა აჩვენა, რომ ფხიზელმდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ გამომძიებელმა განაცხადა, რომ აპარატურა გაფუჭებული იყო და ტესტის შედეგი გაუქმნდა. გამომძიებელმა მეორედ მოითხოვა ალკოტესტი, რაზეც ჩვენ ვუთხარით უარი იმიტომ, რომ რაც გვქონდა პირველი ტესტის შედეგები გააქრეს. სხვათა შორის  ორივეს ქალბატონს, ასმათს და გოგისაც ალკოტესტი ერთად ჩაუტარდა. ასმათის ტესტის პასუხები დაიდო და გოგისი არა. ამაზე ჩვენ პრეტენზია წავუყენეთ, რომ რატო დამალეთ.

შემდეგ ბრალდებამ ჩაწერა, უფროს წორად ბრალდების ფორმულირება იყო, რომ გოგი იყო ნასვამი, მაგრამ ამის მტკიცებულება არ აქვთ, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მტკიცებულება არ აქვთ და საიდან იციან, ანუ ფაბრიკაცია.

ამიტომ შევედავეთ რა თქმა უნდა, რომ ფაბრიკაციის პირველი ელემენტი ეგ არის, რომ არ გაქვს მტკიცებულება და აბრალებ და მეორე გქონდა მტკიცებულება და გაანადგურე იმიტომ, რომ ბრალი დაგედოთ. ნუ თავიდანვე ფაბრიკაცია იკვეთება და ხომ წარმოგიდგენით ყველაფერი არის უსაფუძვლო, უმტკიცებულებო და არის მხოლოდ სურვილი დაკავების.

კი ბატონო ეს იმ ვიდეო ფაილებითაც დასტირდება, რომელიც საქმეში დევს, უფრო სწორად ლოყაზე კოცნა კი არა უფრო თხოვნა იყო ლოყაზე მაკოცნინეო.” –  ამბობს “მეტრონომთან” ვალერიანი გელბახიანი.

ცნობისათვის, პოლიტიკოსი გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს, მას გამოძიება მეგობარ  ქალზე ძალადობას ედავება. წულაიას ბრალი გუშინ კიდევ უფრო დაუმძიმდა, თუმცა დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება. უფლებადამცველები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გოგი წულაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოს გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

იტვირთბა....