ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ დაგვავიწყდებით…” – ნინო ლომჯარაია 27 წლის ექთნის და დათა ვანიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქის, დათა ვანიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

სოციალური ქსელისთ გავრცელებულ მიმართვაში ლომჯარია 27 წლის მედდის გარდაცვალების შესახებ წერს და დასძენს, რომ “ჩემთვის კორონა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება.”

“მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება საქართველოს ღირსეული მოქალაქეების, მეგი ბაქრაძის და დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო.

27 წლის მედდა მეგი ჩემთვის კორონა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება, ხოლო დათა პაპა – ოკუპაციის… არ დაგვავიწყდებით…” – წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქე დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. ასევე, დღეს 27 წლის ექთანი, რომელიც გუშინ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა გარდაიცვალა.

იტვირთბა....