ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მჯე­რა ჩემი მე­უღ­ლის და იმი­ტომ ვარ აქ” – გოგი წულაიას მეუღლის პირველი კომენტარი

ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გოგი წუ­ლა­ი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. სა­სა­მარ­თო პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და გოგი წუ­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ინგა ბი­ბი­ჩაძე, რო­მელ­მაც “TV პირ­ველ­თან” პირველი კომენტარი გააკეთა:

“მჯე­რა ჩემი მე­უღ­ლის და იმი­ტომ ვარ აქ. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია გოგი წუ­ლა­ია მო­ძა­ლა­დე, ბო­რო­ტი. ის არის კე­თი­ლი და ში­ნა­გა­ნად პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი. ის, რაც მოხ­და, ეს არის ჩვე­ნი გა­სარ­ჩე­ვი, ნა­წი­ლობ­რივ შვი­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამ არა­მო­სა­წონ საქ­მე­ში, მაგ­რამ მე აქ ვდგა­ვარ, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, არა დედა და არა მე­უ­ღე­ლე. მეც არ მომ­წონს ხოლ­მე მისი ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბი, მაგ­რამ ამ ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლის­თვის და­სა­ჯო და მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა და­უ­პი­რის­პირ­დეს ადა­მი­ანს, არ მი­მაჩ­ნია სწო­რად”, – განაცხადა ინგა ბიბიჩაძე.

ცნობისათვის, ქალზე ძალადობისთვის ბრალდებით დაკავებულ, პოლიტიკოს გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს, მას გამოძიება მეგობარ  ქალზე ძალადობას ედავება. წულაიას ბრალი გუშინ კიდევ უფრო დაუმძიმდა, თუმცა დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება. უფლებადამცველები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გოგი წულაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....