ალეკო ელისაშვილი გუშინ გამართული ხანგრძლივი მოლაპრაკებების ჩაშლას გამოემხაურა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ იცის, როგორი იქნება პროცესის შემდგომი გაგრძელება.
მისი თქმით, არცერთ მხარეს არ ადარდებს, ქვეყანაში რა მოხდება.
„გაგრძელება როგორი იქნება არ ვიცი, მაგრამ იმას ვხედავ, რომ არცერთ მხარეს არ ადარდებს, ამ ქვეყანაში რა მოხდება და ურჩევნიათ, რომ ასე იჯანჯღაროს ამ ქვეყანამ. კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან შეთანხმებულები ვართ, რომ ამაზე არ ვილაპარაკებთ. ფაქტია, რომ შეთანხმება არ შედგა და ის ჩაიშალა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგასენებთ, წუხელ გვიან ღამით ევროკავშირის ოფისში თითქმის 10 საათიანი მოლაპრაკება უშედეგოდ დასრულდა.