მთავარი ციტატა

“დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ოცნების მხრიდან არის ბოლომდე გაფლანგული”- გიორგი ვაშაძე

 “ის დამოკიდებულება რაც იყო ქართული ოცნების მხრიდან, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშირებით. ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ქართული ოცნების მხრიდან არის ბოლომდე გაფლანგული.”

გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი

 ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

შეგახსენებთ, ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილავენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....