ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად”- არჩილ თალაკვაძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება შესაძლებელი იყო, თუმცა, ოპოზიციამ პრიორიტეტი პარტიულ თემებს მიანიჭა.

თალაკვაძეს მისი პოზიციის გასამყარებელ არგუმენტან ოპოზიციის ის განცხადებები მოჰყავს, სადაც ისინი კონკრეტული პირების – გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლებას ითხოვენ.

„შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად და მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საზოგადოებისთვის და არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან თარამედ, იმ საკითხებს, რომელიც მათი პარტიისთვის არის პრიორიტეტული. ჩემს ამ მოსაზრებას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ მათთვის პრიორიტეტი იყო გიორგი რურუას და ნიკა მელიას საკითხი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან მედიაციისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში ეს დრო არ იყო დაკარგული დრო“.

ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

შეგახსენებთ, ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილავენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....