პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა.
კობახიძემ შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ შეთანხმების არმიღწევა ოპოზიციის მიზანი იყო.
კობახიძის თქმით, ოპოზიციამ შეხვედრაზე ულტიმატუმები დააყენა, რომლებიც “ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას.”
„იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა
იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც ამ დღეების განმავლობაში, თუმცა სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არ მიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომელიც ითვალისწინებდა მაგალითად კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში,”- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, გამონაკლისი ოპოზიციონერების გარდა, ისინი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილისგან იმართებიან, შეთანხმების მიღწევა კი ამ უკანასკნელის მიზანი არ არის.
“ჩვენ ვიცით, რომ არის ოპოზიციური სექტორი, ერთი ორი გამონაკლისის გარეშე, იმართება კიევიდან კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოო ჯამში შეთანხმება. თქვენ ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და რიტორიკა, ყველამ დაინახა ის, რომ ჩამშლელი იყო ოპოზიცია. ეს არის მათი გაღიზიანების მიზეზი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
შეგახსენებთ, ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილავენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.