ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ ყველაფრის დადებითი მხარე არის ის, რომ ხელისუფლება ბოლომდე გაშიშვლდა”- გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, შეთანხმება ვერ შედგა, ხოლო განსაკუთრებით მწვავე საკიტხები იყო პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არცევნების დანიშვნის საკითხების გარშემო.

როგორც ბოკერიამ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ერთადერთი დადებითი, რაც დღევანდელმა პრცესმა ჩვენა, არის ის, რომ “ბოლომდე მოხდა ხელისუფლების გაშიშვლება.”

„არის ხოლმე სამწუხარო ვითარებები ქვეყნისთვის, როცა ასეთი ხელისუფლება გყავს, მაგრამ ვითარების კიდევ უფრო გაშიშვლება, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, საჭირო იყო. ამ ყველაფერს დადებითი მხარე თუ რამე აქვს, არის სულ ბოლომდე კიდევ უფრო გაშიშვლება ამ ხელისუფლების და ივანიშვილის გარემოცვის უნარების და პოზიციის ყველა საკვანძო საკითხზე. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო. მაგრამ განსაკუთრებით, ვიტყოდი, პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრების საკითხზე, პოლიტიკური დევნის საკითხზე და ვადამდელი არჩევნების საკითხზე,”- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერია აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების შესაძლებლობა აღარაა და ეს შეიძლება მაშინ მაშინ მოხდეს, როცა მმართველი გუნდი მიხვდება, რომ მსგავსი მოქმედებებით არსებულ ვითარებას ვერ შეინარჩუნებენ.

“შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს ივანიშვილისგან აკრძალული აქვს ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება. დათმო თუ არა რამე ოპოზიციამ? – მაქამდე საქმეც კი არ მისულა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა, მათ შორის გამოვყოფდი პოლიტპატიმრებს, მელიას და რურუას და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს. როგორ გაგრძელდება პროცესი? – ამ ფაზაში ეს საკითხი დასრულებულია. როდესაც ვლაპარაკობდი შოკისმომგვრელ სიშიშვლეზე ამ რეჟიმის, ეს ყველამ დაინახა. როცა მოვა ის მომენტი, თუკი იქნება ეს რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვა მზად, რომ მიხვდნენ, ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს,”- განაცხადა ბოკრიამ.

მისივე თქმით, ოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხი დარჩება საკვანძო თემად საზოგადოებისთვის და თავისუფალი სამყაროსთვის, მათ შორის, ევროკავშირისთვის“

ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

შეგახსენებთ, ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილავენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....