“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ასახელებს საკითხებს, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დროს განხილვის დღის წესრიგში იყო.
როგორც ნათელაშვილმა “რეაქციაში” განაცხადა, განსახილველი დოკუმენტი იწყებოდა საკითხით, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2014 წელს.
ნათელაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციისთვის წარდგენილი შეთავაზებები იყო ასევე, ოპოზიციიდან 5 კომიტეტის თავმჯდომარის დანიშვნა.
“მე უკვე აღარ ვარ ამ მოლაპარაკებების მონაწილე და თამამად შემიძლია ახლა ვთქვა. გუშინ ჩამოარიგეს ის დოკუმენტი, რომელიც იწყებოდა პრეამბულით, რომ ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ველოდებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ეს პრეამბულაში პირდაპირ ეწერა. და ბოლოში ეწერა მთლად საოცარი ამბავი, რომ როცა შევალთ პარლამენტში, ოპოზიციიდან 5 კომიტეტის თავმჯდომარე იქნება და 2 საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი მატ შორის ერთი ევროკავშირში.
ამაზეც აწუწუნდა თალაკვაძე, 5 კომიტეტის თავმჯდომარე როგორ გადავაყენოვო,”- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მისივე თქმით, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროს მალე დატოვებს და ვადამდელი არჩევნებისთვისაც სამზადისი დაიწყება.