“რეალობაა ის რომ ეს შემთხვევა პირველია და კიდევ მოხდება, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო ღია უნდა იყოს, კითხვებზე გაღიზიანებული და მენტორული ტონით არ უნდა გვპასუხობდნენ.”
გიორგი ჩალაძე – გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებლი
ამის შესახებ მან “ტვ პირველის” გადაცემაში “დღის ამბებში” განაცხადა.
ჩალაძე აღნიშნული განცხადებით ახალციხეშ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
ცნობისათვის, ექთანი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გვერდითი მოვლენა დაუფიქსირდა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა, თბილისში გადმოყავთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 მარტს, ახალციხეში აცრის შემდეგ დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი ცუდად გახდა.
აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში განმარტებას გააკეთეს.