მთავარი ციტატა

“მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან”- პაატა იმნაძე

“ნუ გგონიათ, რომ ეს მარტო საქართველოშია, ბევრ ქვეყანაში ეს ასეა. ახალი ვაქცინაა და აქედან გამომდინარე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი თავის ადგილას იქნება. მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება თქვენი თანდასწრებით. ასე რომ ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება.”

პაატა იმნაძე – დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

აღნიშნული განცხადებით პაატა იმნაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ ვერ მოხერხდა საპატრიარქოს დარწმუნება ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრა გამართა, სადაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მიმართულებით არსებული ვითარება განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, “საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ისინი, რა თქმა უნდა, არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში.” ტიკარაძის ინფორმაციით, საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ ნაბინჯს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება გადადგმული.

მანამდე, 16 მარტს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს და მღვდლმთავრებს თხოვნით მიმართა, რომ ვაქცინაციის პროცესში დაეხმარონ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ პროცესში თითოეულ მღვდელმთავრის და ექიმის როლი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან საზოგადოებას მათ მიმართ ნდობა აქვს.

 

იტვირთბა....