ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში” – ტიკარაძე

“რთული არის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს დღესდღეობით კოვიდპანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიაესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწუვეტილებას, ჯანდაცვის სამინასტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად”, –  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ ნაბინჯს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება გადადგმული.

“ჩვენ ასევე დეტალურად ვისაუბრეთ ნიღბის ტარების პროცესზე, რომ მნიშვნელოვანი არის ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ერთობრივად მოვუწოდოთ რამდენად დადებითი შედეგის მომტანი არის სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება და აღვნიშნეთ ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი ნებაყოფლობითია, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმისა, რომ საბოლოო ჯამში როგორც საქართველომ, ასევე მსოფლიომ შეძლოს და დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რის წინაშეც დღესდღეობით ვიმყოფებით.

საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი, რა თქმა უნდა, არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

იტვირთბა....