ახალი ამბები მთავარი

ვაშლიჯვარში, მეწყრულ უბანზე მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება – თბილისის მერია

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, სადაც მეწყრული პროცესებია დაფიქსირებული მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეციალური ჯგუფი მუდმივ რეჟიმში აკვირდება პროცესებს და მომავალი კვირიდან უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან, ხოლო ინფორმაცია ყველა ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება.

“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას.

შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია.

უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ თბილისის მერიას.” – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....