საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შემსუბუქება გრძელდება. პირველი აპრილიდან კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება. ამასთან, ხვალიდან, 19 მარტიდან კვების ობიექტებში დასაშვები ხდება ცოცხალი მუსიკა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად.