საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა.
შეგახსენებთ, ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. ვაქცინაცია კი 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინას სამედიცინო პერსონალი მიიღებს.
15 მარტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საჯაროდ აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.
ეტაპობრივად, ვაქცინის დამატებითი დოზების შემოსვლის შემდეგ კი, ვაქცინას სხვა მოქალაქეებიც მიიღებენ.