ახალი ამბები მთავარი

“დღვანდელი ჯანსაღი დისკუსია საბოლო ჯამში მოლაპარაკების პროცესსა და შეთანხმებას ხელს შეუწყობს” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღვანდელი ჯანსაღი დისკუსია საბოლო ჯამში მოლაპარაკების პროცესსა და შეთანხმებას ხელს შეუწყობს.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მეტი დრო დაიხარჯა საერთო საკითხებისა და არგუმენტების მოძებნაზე, პოზიციების შეთანხმებაზე, ვიდრე დაპირისპირების საკითხებზე.

“ეს იყო ძალიან ჯანსაღი და კარგი დისკუსია, რომელიც საბოლოო ჯამში მოლაპარაკების პროცესსა და შეთანხმებას ხელს შეუწყობს. ვისურვებდი, რომ დღეს ოპოზიცია, როგორც იყო წარმოდგენილი და რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ამ დიალოგის მიმართ, იყოს საერთო სტანდარტი სხვა დროსაც.

დიალოგის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ მოვძებნოთ საერთო პოზიციები და არა განსხვავებები ჩვენს შორის, რომელიც უამრავია და არის ბევრი საკითხი, რომელზეც რა თქმა უნდა, ვერ შევთანხმდებით ვერც მომავალში“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის,  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში  ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

შეხვედრაზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილეს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....