“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილებას მოლაპარაკების ფორმატის დატოვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.
ბოკერიამ მედიასთან საუბრისას დასძინა, რომ ნათელაშვილს თუ სურდა, რომ სრული სურათი ჰქონოდა, შეხვედრაზე უნდა დარჩენილიყო.
“ბატონი შალვა უნდა დარჩენილიყო შეხვედრაზე ბოლომდე, თუ უნდოდა, რომ სრული სურათი ჰქონოდა. თუ უნდოდა გაეგო მთელი შეხვედრა რაზე იყო, უნდა დარჩენილიყო.” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების შორის მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.
შეხვედრაზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილეს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.