“ნაციონალირი მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილებას მოლაპარაკების ფორმატის დატოვებასტან დაკავშირებით “რუსთავი 2”-თან საუბრისას გამოეხმაურა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნულ მედიასაშულებასთან საუბრისას განმარტა, მოლაპარაკებების ტექნიკაა ისეთი, რომ საუბარი დაიწყოს ისეთი თემების განხილვით, სადაც პოზიციების დაახლოვების შესაძლებლობა მეტია.
“მე არ დავეთანხმები ბატონ ნათელაშვილს ამ შემთხვევაში, რადგან მოლაპარაკებების ტექნიკა არის ასეთი, რომ არსებობს საკითხები, სადაც მხარეებს შორის პოზიციების დაახლოვება და შეთანხმება უფრო მარტივია და არსებობს უფრო რთული საკითხები. უბრალოდ, მოლაპარაკების ტექნიკის საკითხია, რომ საუბარი იწყება უფრო ადვილად გადასაჭრელ საკითხებზე და შემდეგ პროცესი მიდის პოლიტიკურად უფრო რთულ და იმ საკითხებზე, სადაც მხარეებს სხვადასხვა პოზიციები აქვსთ. მე არ მინდა საზოგადოება ვინმემ შეიყვანოს შეცდომაში. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია – სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე, ვადამდელი არჩევნების თემაზე და დიახ, იმაზეც, რა საარჩევნო რეფორმებია გასატარებელი,” – აცხადებს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების შორის მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ამ წუთებში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.
შეხვედრაზე, სავარაუდოდ, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.