ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დალია, მოწია და გადმოვიდა ძალადობაზე, დალურჯებული მაქვს ყელი, წელი”- წულაიას დაკავების შემდეგ სავარაუდო დაზარალებული ქალი კომენტარს აკეთებს

“თავისუფალი საქართველოს” ყოფილი წევრი გოგი წულაია წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგეენ.

წულაიას დაკავების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს ახალგაზრდა ქალი, რომელზეც, სავარაუდოდ,  პოლიტიკოსმა მასზე ფიზიკურად იძალადა.

“კურიერის” ინფორმაციით, სავარაუდო დაზარალებულმა ქალი, რომელმაც წულაია დანაშაულში ამხილა და პოლიციაც თავად გამოიძახა, მომხდარის დეტალებს ჰყვება.

“წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლი კაცია სხვა თუ არაფერი. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მე თავს ვუშველე, აბსოლუტურად დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი. სადაც მოახერხა მოწვდომა. ვფიქრობ ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან ასეთი თავხედური, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სხვა სექსუალური ძალადობა. არავინ გამიბედოს დაინდეო, არ ვაპატიებ ასეთ მოძალადე მამაკაცს,” – ამბობს “კურიერთან” სატელეფონო საუბარში დაზარალებული ქალი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით, დააკავეს. უწყების ინფორმაციით,  გამოძიებით დადგინდა, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.

იტვირთბა....