მთავარი ციტატა

“ვაქცინამ მოაღწიოს ჩვენამდე და აუცილებლად გავიკეთებ”- მეუფე ანანია

“მე მიმაჩნია, რომ ვაქცინაცია საჭირო და აუცილებელია. მრევლთან დაკავშირებით სინოდმა მიიღო დადგენილება და იმის მიხედვით უნდა იმოქმედონ. აუცილებლად [გავიკეთებ ვაქცინას]. ველოდები, სად არის ვაქცინა? მოაღწიოს ჩვენამდე და გავიკეთებ.”

მეუფე ანანია – მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი

ამის შესახებ მეუფებ “ფორმულასთან” განაცხადა.

შეგახსენებთ, 15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინის 43 200 დოზა  ქვეყანაში 13 მარტს შემოიტანეს, [ირველი პარტია კი მედპერსონალისთვისაა გათვლილი.

15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ.

იტვირთბა....