aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­დეთ, ბრი­ტა­ნე­თის სა­ი­ტებ­ზე არ უნდა ვე­ძებ­დე მე “ას­ტრა­ზე­ნე­კას” შე­მად­გენ­ლო­ბას”- მეუფე ნიკოლოზი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი(ფაჩუაშვილი) აცხადებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესია კამპანიას ვერ მოახდენს, რადგან მრევლის არჩევანი თავისუფალია და თავად უნდა გადაწყვიტოს, აიცრება თუ არა.

როგორც მეუფე ჟურნალისტებთან აცხადებს, მრევლი აიცრება თუ არ აიცრება კოვიდვაქცინით, ეს ზიარებაზე გავლენას არ მოახდენს.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ვაქცინაზე ინფორმაციის ნაკლებობაა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მოუწოდებს, “ასტრაზენეკას” ვაქცინის შესახებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიწოდოს.

“ჩვენ ვერ ჩა­ვე­რე­ვით ამა­ში, ჩვე­ნი მხა­რე, ჩვე­ნი პა­სუ­ხიმსგებ­ლო­ბა, რაც არის, გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ჩვენ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ შე­ვუ­ზღუ­დავთ, თუ აიც­რე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვა­ზი­ა­რებთ და თუ არ იც­რე­ბა – ვა­ზი­ა­რებთ, აიც­რა თუ არ აიც­რა, ზი­ა­რე­ბა­ზე ეს არ მო­ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას.

ერთი რამ მინ­და ბა­ტონ ამი­რანს ვთხო­ვო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც და მა­ს­მე­დი­ა­საც, ჩა­ა­ტა­რეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­და­ცე­მე­ბი, გაგ­ვა­ნათ­ლეთ, შე­მოგ­ვი­ტა­ნეთ ინ­ფორ­მა­ცია… ბრი­ტა­ნე­თის სა­ი­ტებ­ზე არ უნდა ვე­ძებ­დე მე “ას­ტრა­ზე­ნე­კას” შე­მად­გენ­ლო­ბას. ბა­ტონ­მა ამი­რან­მაც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც უნდა მოგ­ვა­წო­დოს… ერთი სი­ტყვა “ას­ტრა­ზე­ნე­კა” სულ არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ გა­ვი­გოთ რა­ზეა ლა­პა­რა­კი, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­დეთ, აგ­ვიხ­სე­ნით მო­სახ­ლე­ო­ბას”, – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს და მღვდლმთავრებს თხოვნით მიმართა, რომ ვაქცინაციის პროცესში დაეხმარონ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ პროცესში თითოეულ მღვდელმთავრის და ექიმის როლი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან საზოგადოებას მათ მიმართ ნდობა აქვს.

შეგახსენებთ, 15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინის 43 200 დოზა  ქვეყანაში 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.

15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ.

იტვირთბა....