ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ექთანი, რომელსაც გულის უკმარისობა აწუხებდა, ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი ოკუპირებული გალიდან, სამედიცინო კონსულტაციისთვის იყო გადმოსული.
ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.