ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის -“ასტრაზენეკას” ირგვლიმ მომხდარ მოვლენებს ეხმიანება.
როგორც გუურლი სოციალურ ქსელში წერს, დიდი ალბათობით, “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებული აურზაური ბრიტანეთის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წარმოადგენს.
გურულს სტატუსში ცნობილი გერმანელი ჟურნალის სტტაია მოჰყავს, სადაც წერია, რომ „ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებული კატასტროფული პოლიტიკით ევროკავშირმა დაუშვა გადამწყვეტი შეცდომა.”
ზურაბ გურულის განმარტებით, ევროკავშირმა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ვერც ვაქცინის განვიტარება შეძლო და ვერც დროული ყიდვა და ვაქცინაციის პროცესის დაწყება.
“ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩემმა დღევანდელმა ლოგიკურმა სპეკულაციამ იმის შესახებ, რომ დიდი ალბათობით, ასტრაზენეკასთან დაკავშირებული აურზაური ევროკავშირის გერმანო-ფრანგულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წარმოადგენს „განდგომილი“ ბრიტანეთის მიმართ. განსაკუთრებით განაწყენებული ქართველი გერმანელები დარჩნენ. ჩემი მსჯელობა უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი არ ყოფილა; ფაქტებს ემყარება. ფაქტებს, რომლებსაც მოძიება და ერთად ლოგიკური დალაგება სჭირდება. შევეცადე სწორედ გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით დამეწერა ეს სტატუსი, რათა პრიმიტიული ანტიგერმანული განწყობა არ დამბრალდეს.
Wolfgang Münchau ცნობილი გერმანელი ჟურნალისტია. ის „Financial Times“ -ის ასოცირებული რედაქტორია და ყოველკვირეულ მიმოხილვით სტატიებს წერს ევროკავშირისა და ევროპული ეკონომიკის შესახებ.
„ჩვენი ყველაზე უარესი პოლიტიკური შეცდომა“ – ასე ერქვა მიმოხილვას, რომელიც მან 23 იანვარს გამოაქვეყნა. „ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებული კატასტროფული პოლიტიკით ევროკავშირმა დაუშვა გადამწყვეტი შეცდომა: მათ რაციონალური მიზეზი მისცეს ადამიანებს, წინ აღდგომოდნენ ევროპულ ინტეგრაციას.“
კორონა-პანდემიამ ბევრი პოლიტიკური „თავი“ გააგორა და იმსხვერპლა. ეს ბუნებრივი იყო. პანდემია ომია და ომს ძალიან კომპლექსური პოლიტიკურ-ეკონომიკური მიდგომა სჭირდება. ამერიკამ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ იმუშავა როგორც ვაქცინების გასავითარებლად, ასევე მისი ბიუროკრატიული მხარის ეფექტურად, უმოკლეს ვადებში მოსაგვარებლად. „ზოზინა, ბებერი კუ“ – ასე უწოდა FDA-ს ტრამპმა, უჩვეულოდ სწრაფად „დაფაცურდა“ და გზა გაუხსნა ფაიზერი-სა და მოდერნას ვაქცინის ოფიციალურ აღიარებას. კორონას საწინააღმდეგო ვაქცინების განვითარების ისტორია სპეციალურ სტატიას იმსახურებს, რადგან ეს იყო მსოფლიოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო „გემბლინგი“, როდესაც დაახლოებით 2 მილიარდიანი ფსონით წახალისებულმა კერძო კომპანიებმა უმოკლეს დროში მოახერხეს უახლესი ტექნოლოგიების ეფექტურად ამუშავება და თვეების განმავლობაში შეძლეს შთამბეჭდავი „იარაღის“ შექმნა. ოპერაცია „კოსმოსური სისწრაფე“ ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა,”- წერს ექიმი.
ექიმი ვაქცინის შექმნაში ამერიკის როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ აშშ-მ არა მარტო ვაქცინების განვითარება ვერ შეძლო, არამედ გამზადებული ვაქცინების დროული შესყიდვაც ვერ მოახერხა.
“რას აკეთებდა ამ დროს ევროკავშირი? ამერიკის სრულყოფილმა საპირწონე ფინანსურმა მონსტრმა არათუ ვაქცინების განვითარება ვერ შეძლო, (მაშინ როდესაც ამას თავისუფლად გაუმკლავდა რუსეთი), არამედ გამზადებული ვაქცინების დროული დაბევება და შესყიდვაც ვერ მოახერხა; რადგან როგორც ბატონი ვოლფგანგი მოხდენილად აღნიშნავს, ევროკავშირს ჰიპოთეტურადაც კი არ გააჩნია ამერიკული პრინციპი: Whatever it takes! ( რადაც არ უნდა დაჯდეს!) და ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს „ცენტებზე“ ევაჭრა უკანასკნელი წუწურაქივით.
„ტრიანგულაცია ბრიუსელის, გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკურ ინტერესებს შორის – ეს არის ის, რითაც სულდგმულობს ევროკავშირი“ – ესეც ჰერ ვოლფგანგის შეფასება გახლავთ.
ეს არ იყო უბრალო შეცდომა. ამ შეცდომის მიღმა მილიონობით ადამიანის დაკარგული სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგას. ასეთ შეცდომებს მარტო თანამდებობიდან გადადგომა არ მოჰყვება ხოლმე, უფრო სერიოზული შედეგები ექნება. და ევროკავშირის ამ კატასტროფული ფიასკოს ფონზე „განდგომილი“ ბრიტანეთი თავისი ვაქცინით ფრიად სოლიდურად გამოიყურება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, ამჟამად ემპირიულად, რომ დროულად ჩამოსცილდა ევროკავშირის ბიუროკრატიულ მონსტრს და ამით მილიონობით საკუთარი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.
აი ეს გახლავთ მოკლედ იმ პოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვა, რომელიც ფონად დაედო ასტრა-ზენეკასთან დაკავშირებულ „სამედიცინო“ კრიზისს. ვინაიდან გრძელ სტატუსებს ქართველი მკითხველი დიდად არ სწყალობს, დანარჩენს შემდგომ სტატიებში განვავრცობ.”, – წერს ზურაბ გურული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ასტრაზენეკას” მიღების შემდეგ გამოწვეული გართულებების არსებობა უარყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “ჯანმო” და ვროპის წამლის რეგულირების სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებთან კავშირს არ ადასტურებს.