ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 313 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 167 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 542, „პისიარ“ ტესტით – 8 625.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,41% ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო შვიდი დღის – 1,34%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 006 გამოჯანმრთელდა, 3 665 კი, გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....