გადაცემა “რეაქცის” წამყვანი, ინგა გრიგოლია დღევანდელ გადაცემაში “ქართული ოცნების” თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ ინტერვიუს გამოხმაურა, სადაც მან განაცხადა, რომ “ტვ პირველი” ექსპრეზიდენტის მიხელ სააკაშვილისგან ფინანსდება.
გრიგოლიამ მმართველი გუნდის ლიდერი “ტვ პირველში” ღია ეთერში მიიწვია და თავის მიმაღთვაში დასძინა, რომ მზად არის ირაკლი კობახიძეს საჯაროდ დაუმტკიცოს, რომ “ტვ პირველი” არც მიხელ სააკაშვილისა და არც სხვა რომელიმე პარტიისგან პინანსდება.
“ვნახე “რუსთვი 2”-ზე გასული მისი ინტერვიუ, სადაც მან აი, ასე პირდაპირ უნამუსოდ ვიტყვი ამ სიტყვას… თქვა, რომ “ტვ პირველი” ფინანსდება სააკაშვილისგანო! უბრალოდ თემამ მოიტანა და ბატონო, ირაკლი ახლა მინდა მოგმართოთ პირდაპირი ეთერიდან.
იმ არხებზე კი ნუ დადიხართ, სადაც დადიხართ ხოლმე, მობრძანდით ამ სტუდიაშიც. თქვენ ამ სტუდიაში ბევრჯერ ყოფილხართ, ყოველთვის მზად იყავით ხოლმე გაგეცათ მწვავე კითხვებისთვის პასუხი. მობრძანდით ღიად გეპატიჟებით და დაგვიმტკიცეთ, ან უფრო სწორად მე დაგიმტკიცებთ, რომ თვენ ცრუობთ, როცა ამბობთ, რომ სააკაშვილი აფინანსებს “ტვ პირველს”!
ღია ეთერში გეპატიჟებით და ველოდები თქვენგან ფატქების წარმოდგენას და მე მთელი საქართველოს წინ დაგიმტკიცებთ, რომ თქვენ ტყუილის ტირაჟირებას ახდენთ. იმიტომ, რომ ეს არის არხი, რომელიც არამცთუ მიხელ სააკაშვილის, არამედ არცერთი პოლიტიკური პარტიისგან არ ფინანსდება. მე თქვენ ამას დაგიმტკიცებთ, თუ გეყოფათ თქვენ გამბედაობა მოხვიდეთ და ამ თემაზე ვიდებატოთ,” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ “რეაქციის” დღევანდელ გადაცემაში.
შეგახსნებეთ, რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიღემ განაცხადა, რომ “ტვ პირველი” მიხეილ სააკაშვილისგან ფინანსდება.
იხ: ვიდეო: