aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველამ კარგად ვიცით, რომ “ტვ პირველი” ნაცმოძრაობაა” – ირაკლი კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ტვ პირველი” ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პარტიული ტელევიზია, ისევე როგორც “მთავარი.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მიისვე განმარტებით, აღნიშნულ ტელევიზიებს ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს.

“ტვ პირველი” არის ნაცმოძროაობა, ყველამ კარგად ვიცით, “ტვ პირველი” ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პარტიული ტელევიზია, ისევე როგორც “მთავარი.” ყველაფრით [შეგვიძლია დავდასტუროთ], მათ შორის, ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს, ახდენს ამ ტელევიზიის სუბსიდირებას. მოგებაზე ვერ მუშაობს ეს ტელევიზია, ხდება სუბსიდირება კიევიდან, მიხეილ სააკაშვილისგან.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. როგორ გგონიათ, მიხეილ სააკაშვილი როგორ მართავს მთლიანად ვითარებას ოპოზიციაში? რატომ არის ის მთავარი, ყველაზე გავლენიანი პირი ოპოზიციაში? მას აქვს ორი რესურსი, ეს არის ფული, მილიონები, რომელიც ქართველ ხალხს მოპარა და რომელსაც ხარჯავს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს არის მედია რესურსი…” – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....