პოლიციამ თელავის მუნიციპალიტეტში ფიზიკური ძალადობისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ.-მ 2006 წელს დაბადებულ, არასრულწლოვან გოგონაზე წინასწარი შეცნობით სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნული ცნობილი გახდა არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც, გოგონაზე ძმამ, ი.უ.-მ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.
“ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.