ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე სასამართლოში დაიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების საქმეზე მოწმის სტატუსით მაგისტრი მოსამართლის, ჯემალ კოპალიანის წინაშე დაიკითხნენ.

სასამართლოდან გამოსული მელაძის განცხადებით, პროკურატურას აინტერესებდა, ხომ არ ჰქონდა რაიმე კავშირი ლევან მამალაძესთან ან მის მიერ დასახელებულ პირებთან რაიმე სახის კავშირი.

“აინტერესებდათ კომუნიკაცია ხომ არ მქონდა ლევან მამალაძესთან ამ ინტერვიუს შემდეგ ან ლევან მამალაძის მიერ დასახელებულ პირებთან, რომლებიც სავარაუდოდ, გეგმავდნენ ჩვენი სიცოცხლის მოსპობას. ასევე კითხვა იყო, მანამდე ხომ არ ვიცნობდი მათ და მქონდა თუ არა კომუნიკაცია და ვუპასუხე, რომ მე ვარ ჟურნალისტი და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია და ოდესღაც შეიძლება მქონდეს ჩაწერილი ინტერვიუ” – ამბობს ნოდარ მელაძე

შეგახსენებთ, 6 მარტს, “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული სიუჟეტის შემდეგ, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით 9 მარტს დაიწყო.

12 მარტს კი “TV პირველის” ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ამავე დღეს, 12 მარტს კი შსს-მ ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის მიერ გავრცელებულგანცხადებაზე, ჟურნალისტების: ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გამოძიება დაიწყო.

 

იტვირთბა....