საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის გამოც www.parliament.ge-ის დომეინზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები. პრობლემის აღმოფხვრამდე პირდაპირი ტრანსლაციები ნახვა შესაძლებელი იქნება სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერდებზე:
https://www.facebook.com/parliamentgeo
https://www.youtube.com/channel/UCidFouPFxyvJee3iFrFukTg