ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება და უნდა რაღაცის მინისტრი იყოს” – ალეკო ელისაშვილი

პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ თეა წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება და მას სურს რაღაცის მინისტრი იყოს.

მისი აზრით, ახალი სამინისტრო და ახალი ბიუროკრატია ვერ შეცვლის სიტუაციას, არამედ ხედვა უნდა დაიდოს, რაც სფეროს განავითარებს.

“სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30 წელია გვაქვს, მაგრამ სოფლის მეურნეობა საერთოდ არ გვაქვს – ორ დღეში 100 ათასმა ადამიანმა გერმანიის ყანებში მუშაობის განცხადება შეავსო. თუ გვინდა, სფეროს დავეხმაროთ, ამ შემთხვევაში კულტურას, სამინისტრო და ახალი ბიუროკრატია კი არ უნდა შევქმნათ, არამედ ხედვა უნდა დავდოთ. ორი წლის წინ კულტურის სამინისტრო ცალკე იყო, მაგრამ კულტურას დავეხმარეთ?

სამინისტროს შექმნის მიზეზი რომ ვიკითხე, მიპასუხეს, კულტურას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ და დავეხმაროთო. როგორ უნდა გავზომოთ, ეს დახმარება? ერთი წლის თავზე როგორ უნდა მივხვდეთ, კულტურა დახმარებული იქნება თუ არა?

მეჩვენება, რომ რატომღაც, თეა წულუკიანს ეპატარავება პარლამენტი, უნდა იყოს რაღაცის მინისტრი და ამ შემთხვევაში გადაწყვიტა, კულტურის მინისტრი იყოს. “ქართულმა ოცნებამ” მის გადაწყვეტილებას კვერი დაუკრა და ცალკე სამინისტროს უქმნიან,”- განაცხადა ელისაშვილმა.

იტვირთბა....