პარლამენტში დეპუტატებმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე ჩამოყალიბებას მხარი მესამე მოსმენით დაუჭირეს. ინიციატივას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.
მიღებული გადაწყვეტილების ტანახმად, 16 მარტიდან საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყოფა და იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის მინისტრად ქართული ოცნების სახე და ამჟამად განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი განიხილება. ეს ინფორმაცია 8 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მაია მენაღარიშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა.