“ხანდახან საქმე იმაზე მარტივად არის ვიდრე გვგონია. ჩემი ვარაუდით ექიმები Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან, რომელიც როგორც ამბობენ მომავალ კვირას შემოვა. ანტივაქსერები კი არ არიან, საუკეთესო უნდათ თავისთვის.”
ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ.