საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 128 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 652 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 203, „პისიარ“ ტესტით – 7 449.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,81% ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო შვიდი დღის – 1,45%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 268 693 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 685 გამოჯანმრთელდა, 3 658 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 206, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 376 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.