ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ყოფილი მინისტრი მიმართვას ავრცელებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“დღეს სახლში გამომწერეს. ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი. (დათო უკვე ერთი კვირაა გამოწერეს!) მართალია სახლშიც ჯერ ისევ აპარატზე უნდა ვიყო მაგრამ სახლში ვარ, ვმჯობინდები და ალბათ 3-4 კვირაში დაგიბრუნდებით!

დღეს კი უბრალოდ მადლობა! არავინ, წამით არ იფიქროთ, რომ ამ უდიდეს სითბოს და სიყვარულს ძალა არ აქვს. სრულიად პირდაპირი ძალა აქვს გაძლების, შეძლების და გამძლეობისთვის!” – წერს თინა ხიდაშელი.

ცნობისთის, რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ფეისბუქში“ დაწერა და აღნიშნა, რომ მისთვის ყოველი ღამე წინაზე საშინელია და ყოველი დღე წინაზე მძიმე.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდათ.

 

იტვირთბა....