სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ზურაბ ალხანიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“აიცერი და დაიცავი! გილოცავთ პანდემიის დასასრულის დასაწყისს”, – წერს ფეისბუქზე.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საჯაროდ აიცრა. ამასთან, 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინაციაზე 2 492 მედპერსონალი დარეგისტრირდა.