„ყველა საკითხი, რომელზეც აქამდე ვმსჯელობდით, მაგიდაზე იდო და გუშინ ვიხილავდით ამ საკითხებს. დღეს ზუსტად იგივე საკითხი, რომელიც განვიხილეთ, ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით ჩემთვის, აშკარად გაუარესებული იყო გუშინდელ დოკუმენტთან შედარებით, რაც მე მაძლევდა იმის ფიქრის საშუალებას, რომ ოპოზიციამ რა გავაფუჭეთ ერთ დღეში, რომ მივიღეთ გაუარესებული წინადადება.“
ვახტანგ მეგრელიშვილი – პარტია „გირჩის“ ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონთან პოლიტიკური პარტიების კიდევ ერთი შეხვედრა შედგა.
ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩარჩო შეთანხმება 1-ელ მარტს გაფორმდა.