ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ხალხო ავიცერი! სახლში რომ შევდივარ, ვაიფაის თავისით ვუკავშირდები“ – რას წერს ექიმი

ექიმი, დიმიტრი კოჭაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს და საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ასე ეხმაურება:

„ხალხო ავიცერი! არაფერი საშიში არაა. არც გვერდითი ეფექტები, არც არაფერი.

ერთადერთი რაც შეიცვალა, სახლში რომ შევდივარ, ვაიფაის, რაღაცნაირად, თავისით ვუკავშირდები“,- წერს კოჭაძე.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საჯაროდ აიცრა. ამასთან, 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინაციაზე 2 492 მედპერსონალი დარეგისტრირდა.

იტვირთბა....