ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
მამალაძე აღნიშნულ პოსტში ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის დავალებით მის მიმართ მუქარებმა მოიმატა. ამავე პოსტში მამალაძე დასძენს, რომ მას ლიკვიდაციითაც ემუქრებიან.
“სააკაშვილის დავალებით მუქარებმა ჩემს მიმართ იმატა, მას შემდეგ რაც მისი გეგმა ჟურნალისტების მკვლელობისა და ქავეყანაში სიტუაციის არევისა ჩავუშალე. ბევრი დაქირავებული ბოტი მწერ რასაც არ ვაქცევ ყურადღებას , მაგარამ ახლა ტელეფონით უკვე ლიკვიდაციით მემუქრებიან! რამდენად სერიოზულია ეს ზარები დასადგენია, მაგრამ სააკაშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელია. მე როცა პრევენცია გავაკეთე , საკუთარ უსაფრთხოებაზე არ მიფიქრია, მაგრამ ლოკაცია მაინც შევიცვალე!” – წერს მამალაძე.
სააკაშვილის დავალებით მუქარებმა ჩემს მიმართ იმატა, მას შემდეგ რაც მისი გეგმა ჟურნალისტების მკვლელობისა და ქავეყანაში…
Posted by ლევან მამალაძე on ორშაბათი, 15 მარტი, 2021
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლევან მამალაძემ სოციალური ქსელში განთავსებულ ვიდეო მიმართვაში მიხეილ საააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ფარულ ჩანაწერზე ისაუბრა.ბროგორც მამალაძე ვიდომიმართვაში განაცხადა, ექსპრეზიდენტი ქვეყანაში რევოლუციური ფონის შექმნის მიზნით ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავს.