ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვენელოვანია” – კრისტიან დანიელსონი

არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვენელოვანია, ეს განცხადება, კრისტიან დანიელსონმა ჟურანლისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, მთავარი მოლაპრაკებებში კონსტრუქციულობაა, რათა მოლაპრაკების შედეგი დაგდეს. მანვე განაცხადა, რომ მას შარლ მიშელისგან კონკრეტული ამოცანა აქვს მიღებული და შეხვედრებს გააგრძელებს.

„ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტთან. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვენელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა მიიღწეს კომპრომისი“, – განაცხადა დანიელსონმა.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. გუშინ, დანიელსონმა რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

ამასთან, როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.

იტვირთბა....