ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო – ვინ არის პირველი ადამიანი ვინც ვაქცინა გაიკეთა

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქვეყნაში პირველი ადამიანი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, ზუგდიდის “ევექსის” კლინიკის ექიმია.

პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ყველა პირი აიცრება. ვაქცინაცია ეხება ექიმს, ექთანს, სანიტარს, ლაბორანტს, სტომატოლოგს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს, ეპიდემიოლოგს, ასევე მენეჯერებს, მძღოლებს, რეგისტრატორებს და ა.შ.

ექიმებმა ვაქცინის მისარებად რეგისტრაცია გავლა პორტალზე BOOKING.MOH.GOV.GE -ზე უნდა გაიარონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით უკვე დარეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 2067 მუშაკი.

15 მარტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საჯაროდ აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.

ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში, შაბათს, 13 მარტს ჩამოვიდა. ვაქცინაცია პირველ ეტაპზე “ასტრა ზენეკას” ვაქცინით მიმდინარეობს.

იტვირთბა....