ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვში, კონსტიტუციის დასაცავად გამართულ აქციაზე, 33 ადამიანი დააკავეს

მოსკოვის ცენტრში, კონსტიტუციის დღეს კონსტიტუციის დასაცავად მოწყობილი აქციის 33  დაკავებულ მონაწილეს შორის გეორგი სატაროვი და პარტია „იაბლოკოს“ წევრი სერგეი მიტროხინიც არიან. – იუწყება რუსული გამოცემა РБК.

გავრცელებული ინფორმაციით, „იაბლოკოს“ წევრი მიტროხინი ერთი კაცის პიკეტს აწყობდა, მისი დაკავების მიზეზი კი „პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობა“ გახდა.

19 დაკავებული „ცვლილებების მარშის“ მონაწილეა, მათ შორისაა ბორის ელცინის დროს საპრეზიდენტო საბჭოს მრჩეველი, გეორგი სატაროვი და „ყოველდღიური ჟურნალის“ რედაქტორი ალექსანდრ რილკინი.

რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, მოსკოვის მერიამ მარშის ინიციატორებს ქალაქის ცენტრში მიტინგის ჩატარებაზე უარი უთხრა და ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზა.

მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად მიტინგი შაბათს სანქტ-პეტერბურგშიც ჩატარდა. აქციაზე სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სანქტ-პეტერბურგში აქციამ დაპატიმრებების გარეშე ჩაიარა.

იტვირთბა....