ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეგრცხვებათ იმის გამო, რასაც ახლა ხბოებივით აღტაცებულები წერთ…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ხალხო, ფრთხილად იყავით მაინც, ამ ქვეყანაში ქალი მეორეხარისხოვანი არსება ახლაა, მაგრამ ეს მალე ასე აღარ იქნება”, – ამის შესახებ ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

“შეგრცხვებათ იმის გამო, რასაც ახლა ხბოებივით აღტაცებულები წერთ, როცა მართლაც დიდი სპორტული მოვლენის გამიჯვნა ძალადობის ბრალდებისგან არ შეგიძლიათ. წინ მაინც გაიხედეთ.

ძალადობის ბრალდებისადმი ასეთი უდიერი დამოკიდებულება მორალურ პასუხისმგებლობას გაკისრებთ და მომავალში მეტად დაგაკისრებთ ყველა იმ ქალზე, ვინც ოჯახში ძალადობას მოუკლავს, ან დაუსახიჩრებია”, – წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.

ცნობისათვის, 13 მარტს, ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობა მოიგო. 

შეგახსენებთ, სპორტსმენს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....