მთავარი ციტატა

“ნახეთ, როგორ სვავებივით წაესიენ ფემინისტკა ქალები” – გივი სიხარულიძე ბასილაშვილის კრიტიკას ეხმიანება

„ამაზე დიდი გამარჯვება რა უნდა იყოს, რაც ამ ქართველმა  ვაჟკაცმა საქართველოს მოუტანა. ეს ის გამარჯვებაა, ქართველებს პელეს გუნდისთვის რომ მოეგო. მეტი რაღა ზეიმი უნდა იყოს.  მაგრამ ნახეთ, როგორ სვავებივით წაესიენ ფემინისტკა ქალები. ქალებს მაინც ჰგავდნენ, მე მაგათი… მაგრამ რა არის გასაკვირი – საქართველოში პირველი  არავის უყვარს. პირველი რომ ხარ, არ გპატიობენ.”

გივი სიხარულიძე – მსახიობი

ამის შესახებ მან “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. ჩოგბურთელის გამარჯვებას სპორტსმენის სამშობლოში როგორც დადებითი ასევე ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა. 

იტვირთბა....