უფლებადამცველი, ბაია პატარია სოციალურ ქსელში ლევან ჩიტაიშვილის პოსტს ეხმიანება, სადაც ის ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ წერს და ამბობს, რომ ის “კაცების კაცია”.
პატარია კი თავის პოსტში დასძენს, რომ ცოლის მცემელმა კაცმა მოგებული მატჩით “კაცების კაცის” ტიტული ადვილად მოიპოვა და საქართველოში კაცებს კაცობის არაფერი ესმით.
“კაცების კაცის” ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით. სპორტული აღტყინება რომ კაცებზე იდიოტურად მოქმედებს, ეს ხომ უკვე ვთქვი.
ვის რაში აინტერესებს, ცოლს რომ სცემა ბასილაშვილმა, ბრალი რომ დაუმძიმდა გამოძიების მსვლელობისას, შემაკავებელი ორდერი რომ ნაღდად გამოწერილია მასზე და ეს მაინცაა უკვე სასამართლოთი დადასტურებული… ეჰჰჰ… არაფერი ესმით კაცებს “კაცობისა” ამ ქვეყანაში.” – წერს ბაია პატარაია.
შეგახენებთ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი დაამარცხა. დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელს სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 მოუგო.