ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მზად ვართ, ავხსნათ, თუ რამდენად დამაზიანებელია საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება” – თურნავა ქუთაისში მიმდინარე აქციას ეხმაურება

“მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ მალე, ქუჩიდან ეს საუბრები გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში”, – აღნიშნული განცხადებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე აქციას ეხმაურება.

მინისტრი თავის განცხადებაში ამბობს, რომ – აქციის მონაწილეებს მსჯელობაში ვერ შეჰყვება, თუმცა მზად არის ახსნას, თუ რამდენად დამაზარალებელია ქვეყნისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება

“უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთია დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს, ბევრი წუხილი, რომელიც არსებობს, იყოს გათვალისწინებული, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით და მეორე ნაწილი არის ის, რომ „პროექტი არ გვინდა, საერთოდ, ჰესები არ გვინდა“. მათ ამ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, ვერ შევყვებით, მაგრამ მზად ვართ, ავხსნათ, თუ რამდენად დამაზიანებელია ქართული, ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება. მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ მალე, ქუჩიდან ეს საუბრები გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“ – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისსა და თბილისში აქციები იმართება.

იტვირთბა....