ახალი ამბები მთავარი სამართალი

“წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან იმის დაშვება, რომ მიდით, შეიჭერით”- მოსამართლე TV პირველზე

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, რომელმაც საქართველოს პროკურატურას ტელეკომპანია ტვ “პირველიდან” მასალების ამოღების უფლება მისცა, აცხადებს, რომ განჩინება არ კომპანიაში შეჭრას არ ნიშნავს.

მოსამართლის მტკიცებით, პროკურატურას იმ სიუჟეტის ამოღების უფლება მისცა, რაც ეთერში გავიდა. თუმცა, განჩინებაში წერია, რომ პროკურატურას სასამართლომ უფლება მისცა, ამოიღოს “კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა”.

ეკლესიის წინ ვდგავარ, ხომ? მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან იმის დაშვება, რომ მიდით, შეიჭერით. აქ არ არის იმაზე, რომ მე მწვანე გავუხსენი პროკურატურას და კი ბატონო, მიბრძანდით და შეიჭერით. დამიჯერეთ, რა”. – აცხადებს კლდიაშვილი ტელეკომპანია პირველთან.

“კიდევ ვამბობ, ეს რომ ჩხრეკა ყოფილიყო, არ მივცემდი ნებას. ვიცი კარგად კანონები და არ უნდა შევიდნენ, ჟურნალისტურ გამოძიებას ხელი არ უნდა შეეშალოს და ჟურნალისტებს თავს არავინ არ უნდა დაესხას.  […] ეს არ ნიშნავს იმას, გინდა თუ არა, ძალა გამოიყენე და პირდაპირ შევარდი. მე მგონი, არ აპირებს პროკურატურა შევარდნას.

შეგახსენებთ, 6 მარტს, “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული სიუჟეტის შემდეგ, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ამასთან, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “TV პირველიდან” მასალების ამოღების ნებართვა მისცა.აღნიშნულ  გადაწყვეტილებას  “ტვ პირველი” განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ტელევიზიაში შეჭრას აპირებს.. აღნიშნული ინფორმაცია მალევე უარყო საგამოძიებო ორგანომ და განაცხადა, რომ უწყების თანამშრომლები კომპანიაში შეჭრას არ აპირებენ.

ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

იტვირთბა....