ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოში უჩივის

შინაგან საქმეთა სამინისტრო “შაბათის ფორმულაში” გასული სიუჟეტის გამო ტელეკომპანია “ფორმულას” უჩივის. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.

საცივარი ეხება “შაბათის ფორმულას” საგამოძიებო რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც პოლიცია სექს-მუშაკებს კომენდანტის დროს ესკორტად ემსახურება.

ასევე შაბათის ფორმულამ  გაავრცელა ინფორმაცია, ვინ მართავს შკოდას სახელმწიფო ნომრით, რომელმაც სექსმუშაკისუტინიორთან ერთად კომენდანტის საათის დროს, ფორმულას მიერ შერჩეულ მისამართზე მიაცილა

უწყებაში ამბობენ, რომ “ტელეკომპანიის და კონკრეტულად სიუჟეტის ავტორის მიერ კვლავ განმეორდა სიცრუის გავრცელება მტკიცებით ფორმაში, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ”.

“დღევანდელ სიუჟეტში მათ კვლავ გაიმეორეს კადრები, სადაც აპელირებენ თეთრი ფერის, “შკოდას” მარკის ავტომობილის გადაადგილებაზე, თუმცა ვერც წინა შემთხვევებში და ვერც დღეს ტელეკომპანიამ მაყურებელს პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში მათ მიერ დასახელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გადაცემაში ნახსენებ კონკრეტულ დროს არ იმყოფებოდა მათ მიერ დასახელებულ ადგილას და არ გადაადგილდებოდა კადრებში ნაჩვენები სახელმწიფო ნომრიანი ავტომობილით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, “შაბათის ფორმულამ” მოამზადა სიუჟეტი და გაარკვია, რომ  სახელმწიფო ნომრით ავტომობილ “შკოდას”,  რომელმაც სექსმუშაკი, სუტინიორთან ერთად კომენდანტის საათის დროს, ფორმულას მიერ შერჩეულ მისამართზე მიაცილა.პოლიციის მაღალჩინოსანი მართავს.

შკოდა სახელმწიფო ნომრით – 430, ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებასთან დააფიქსირა. რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ, გაირკვა რომ “შკოდას” ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილე მართავს.

იტვირთბა....