ახალი ამბები მთავარი სამართალი

შკოდას, რომელიც სექსმუშაკებს ემსახურება, პოლიციის მაღალჩინოსანი მართავს

სახელმწიფო ნომრით ავტომობილ “შკოდას”,  რომელმაც სექსმუშაკი, სუტინიორთან ერთად კომენდანტის საათის დროს, ფორმულას მიერ შერჩეულ მისამართზე მიაცილა.პოლიციის მაღალჩინოსანი მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას “შაბათის ფორმულა” ავრცელებს.

შკოდა სახელმწიფო ნომრით – 430, ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებასთან დააფიქსირა.

რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ, გაირკვა რომ “შკოდას” ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილე მართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ უარყოფს ამ ინფორმაციას და ამბობენ, რომ მათი თანამშრომელი სექსმუშაკს არ მფარველობს და პროსტიტუციის ბიზნესში ჩართული არ არის.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს შაბათის ფორმულას საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა, რომლის თანახმადაც პოლიცია სექს-მუშაკებს კომენდანტის დროს ესკორტად ემსახურება.

იტვირთბა....