საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია ” გირჩის” მღვდელმსახურთა ეკლესიაში დაბრუნების შესახებ.
საპატრიარქო “გირჩის” მღვდელმსახურთა “ეკლესიაში დაბრუნების წესს” აქვეყნებს.
განცხადების მიხედვით, “გირჩის” ბიბლიური თავისუფლების ყოფილმა წევრებმა, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესიაში დაბრუნება სურთ, ხელი “სინანულის ფურცელს” უნდა მოაწერონ.
“ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, მართებთ, მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ.
მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად; რომელმაც ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. ,,შენდობის ფურცელი“ პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად,”- წერს საპატრიარქო.
საპატრიარქო განცხადებაში აქვე ურთავს სინანულისა და შენდობის ფურცლების ნიმუშებს: