“ყველას მოეთხოვება კულტურა – ყველას. აქ გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ ხომ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქცევის ასეთ ფორმებს უარი უნდა უთხრას ყველამ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება, რა იქნება, ეს ყველაზე ვრცელდება. 1989 წელს დავამთავრე სკოლა, დღემდე, 30 წელზე მეტია რაც ეს პროცესები ხდება, ვფიქრობ რომ საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ჰგავს.”
მეუფე ზენონი – დმანისისა და აგარაკ ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი
ამის შესახებ ზენონ იარაჯულმა “შაბათის ფორმულას” ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.